პრესრელიზი
2 ივნისი ,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
897 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge
" მობილური ზრდილობა " ბილაინისგან
[PUBLICITY.GE] თბილისი, 2 ივნისი, 2011 წელი - საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი, პროექტის მობილური ეტიკეტი კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
გამოკითხვა, რომელიშიც Facebook -ის 16, 790 - მა მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა, მიზნად ისახავდა იმის დადგენას , თუ რამდენად ეთიკურად ვიყენებთ მობილურ ტელეფონს , როგორც თამადეროვე მსოფლიოში კომუნიკაციის უმთავრეს საშუალებას.
კვლევა, რომელიც თექვსმეტი კითხვისგან შედგებოდა ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მისი შედეგების პრეზენტაცია ,2 ივნისს, 7 საათზე, პიანო ბარში გალაქტიონ ტაბიძის 14 - ში შედგება.
შედეგების პრეზენტაციას დაესწრებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მსახიობები, მომღერლები და სხვა და სხვა კომპანიის წარმომადგენლები. ისინი, ვისთვისაც ტელეფონის ეთიკურად გამოყენების საკითხი აქტუალურია.
კვლევის შედეგად შემუშავდა საგანგებო ქარტია, რომლის ხელმოწერაც მოხდება პრეზენტაციის დროს. ამ ქარტიის მხარდაჭერა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
მობილური ეტიკეტის კამპანიის ფარგლებში იგეგმება სხვა და სხვა ღონისძიება, გამოფენები, დისკუსიები , შეხვედრები, გარდა ამისა, მობილური ეტიკეტის თემაზე დამზადდა საგანგებო კლიპი, რომელიც გავრცელდება სოციალური მედიის საშუალებით.
"მობილური ტელეფონი არის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი. დღეს წარმოუდგენელია ტელეფონის გარეშე ცხოვრება, მუშაობა, მოგზაურობა. მობილურს ხშირად უხსნია ადამიანი განსაკუთრებით სახიფათო სიტუაციებიდან, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, მისი ეთიკურად გამოყენება, განსაკუთრებით, როდესაც ტელეფონზე საუბარი შეიძლება გარშემომყოფთათვის ზიანის მომტანი აღმოჩნდეს.
მობილური ტელეფონი გასცდა პირადი გამოყენების არეალს, და ხშირად ის ძალიან მნიშნველოვან სოციალურ როლს ასრულებს. მობილური ტელეფონის გამოყენებით გადაწყვეტილა მრავალი პრობლემა, უხსნიათ ადამინების სიცოცხლე, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არასწორი სერვისების გამოყენებით შესაძლებელია დისკომფორტი შევუქმათ გარშემომყოფებს .
პროექტის მიზანია, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ნებისმიერი ქსელის აბონენტს, ისეთ სერვისებზე, როგორებიცაა ზარის გადამისამართება, ხმოვანი ფოსტა, ვინ დარეკა, იმისთვის, რომ ტელეფონის გამოყენება ყველა სიტუაციაში მოხერხებული და ეთიკური გახდეს " -თეონა ბაღდავაძე , საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
ბილაინის პროექტი მიზნად ისახავს, ამ პრობლემის ირგვლივ კვლევის ჩატარებას და საგანგებო ქარტიის შემუშავებას,რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემათ იმ ორგანიზაციებს, ვისთვისაც მობილურის ეთიკურად გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მაგალითად : კინო, თეატრი, ბიბლიოთეკები, ავიაკომპანიები .